საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს პრაქტიკულ სასწავლო კურსზე „სამშენებლო–არქიტექტურული საქმიანობის რეგულირება საქართველოში და უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აქტუალური სამართლებრივი საკითხები“.
იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი მზადაა კურსით დაინტერესენულ პირებს შესთავაზოს სასწავლო კურსის მოქნილი გრაფიკი.
სასწავლო კურსზე განიხილება შემდეგი თემატიკა:
თემა I: საკუთრების უფლება
- საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლით უზრუნველყოფილი საკუთრების უფლების ზოგადი მიმოხილვა.
- საქართველოში საკუთრების ჩამორთმევის წესი და პირობები (ექსპროპრიაცია), მაგალითები სასამართლო პრაქტიკიდან.
თემა II: სამშენებლო სამართალი
- საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო და არქიტექტურული საქმიანობის რეგულირება;
- არქიტექტურული პროექტის შეთანხმება, საავტორო უფლება არქიტექტურულ ნაწარმოებზე;
- მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობები;
- მშენებლობის უსაფრთხოების წესები;
- სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პრინციპები და პრიორიტეტები, მისი როლი საქართველოს ტერიტორიის განვითარება/განაშენიანებაში;
- ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების ძირითადი ასპექტები;
- დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა;
- უნებართვოდ აშენებული ობიექტის ლეგალიზების წესი;
- საკუთრების უფლების რეგისტრაცია მშენებარე უძრავ ნივთებზე (პრაქტიკული მაგალითების მიმოხილვა). საკუთრების უფლების რეგისტრაცია მშენებარე მრავალბინიან / მრავალერთეულიან უძრავ ნივთზე; ახალაშენებული კორპუსის / ფართების რეგისტრაცია; საკუთრების უფლების რეგისტრაცია მშენებლობადასრულებულ მრავალბინიან / მრავალერთეულიან უძრავ ნივთზე;
- სამშენებლო საქმიანობის რეფორმის აუცილებლობა საქართველოში.
თემა III: პრივატიზება საქართველოში
- სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის სამართლებრივი რეგულირება;
- სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
თემა IV: უძრავი ნივთი, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლები. კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების პრინციპების დაცვა კრედიტორის/იპოთეკარის მიერ უფლების განხორციელებისას.
თემა V:
- მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვების შემთხვევები. უფლების მოქმედება დროში, შეზღუდვა იურიდიულ პირებთან მიმართებაში;
- სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
თემა VI :
- უძრავ ქონებაზე საქართველოში განხორციელებული რეფორმების ანალიზი (პირველი, მეორე და მესამე ეტაპების მოკლე მიმოხილვა);
- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესი;
- საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, როგორც უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოების მოკლე ანალიზი.
თემა VII :
- უძრავი ნივთის შეზღუდული სარგებლობა – აღნაგობის, უზუფრუქტის და სერვიტუტის წარმოშობის სამართლებრივი რეგულირება, მაგალითები სარეგისტრაციო წარმოებიდან;
- უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი, მაგალითები პრაქტიკიდან.
თემა VIII :
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. ბმა-ის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების რეგისტრაციის წინაპირობები, საერთო ქონების გაკარგვის წესი;
- საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება (ე.წ. „ატსტუპნიკების“ საკითხი);
- ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლისთვის არაპრივატიზებული ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევები. სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
სასწავლო კურსის ღირებულებაა 160 ლარი. კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.
სასწავლო კურსს წარუძღვება სამართლის მაგისტრი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე- ლევან სანებლიძე.
ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული „პროგრამის მონაწილის ანკეტა და გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 28 ნოემბრის 18:00 საათისა, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე“ metreveli@gyla.ge
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი:
ნინო ბაღაშვილი-577 31 43 85
მარიამ აბულაძე- 595 96 19 00
თამარ მეტრეველი- 577 07 05 10