სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სასესხო და საკრედიტო ურთიერთობებზე პანდემიის გავლენის შედეგად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა

2021-03-09 16:00
Featured image

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თითქმის 1 წელია, ქვეყანაში შეზღუდულიაარაერთი ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც საკმაოდ ბევრმა ადამიანმა შემოსავალი დაკარგა.ამან საფრთხის ქვეშ დააყენა მათ მიერ სასესხო და საკრედიტო ვალდებულებების ჯეროვნადშესრულების საკითხი. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად პანდემიის საწყის ეტაპზე ფიზიკურპირებს კომერციულ ბანკებში სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ.მოცემული ვადის გასვლის შემდეგ კი დამატებითი 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლესპირებმა, რომლებსაც პანდემიის გამო შემოსავალი შეუმცირდათ ან საერთოდ დაკარგეს. გარდაამისა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ასეთ სესხებს შეუნარჩუნდებოდა სტანდარტულიკატეგორია და გადავადება ნეგატიურად არ აისახებოდა მოვალის საკრედიტო ისტორიაზე.[1]

სამწუხაროდ, ამ ღონისძიებებმა ვერ შეძლო კრიზისის შედეგად დაზარალებული პირების რეალურიდახმარება და არათუ ხელი შეუწყო მათი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას, არამედსაშეღავათო ვადის გასვლის შემდგომ, გარკვეულწილად, გააუარესა მათი მდგომარეობა. სიტუაციასართულებს ისიც, რომ არათანმიმდევრული მიდგომისა და სახელმწიფოს მიერ საკითხისსაკანონმდებლო დონეზე მოუწესრიგებლობის გამო, ადამიანებს, რომლებიც სახელშეკრულებოურთიერთობაში არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა თუ კერძო პირებთან, ზემოხსენებულისაშეღავათო პერიოდითაც კი არ მიეცათ სარგებლობის უფლება.

სრული ვერსია იხილეთ ბმულზე

 

 

 


[1] Covid-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში, (2020), 78. ხელმისაწვდომია: http://gov.ge/files/76338_76338_444796_COVID-19angarishi...pdf.