მოქალაქეს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქმედითუუნაროდ იყო აღიარებული, საიას დახმარებით, თბილისის საქალაქო სასამრთლომ ქმედითუნარიანად აღიარა. შესაბამისად, მასზე დაკისრებული მეურვეობაც გაუქმდა.
ბენეფიციარი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებული იყო ქმედუუნაროდ და მას დამოუკიდებლად არ შეეძლო საკუთარი უფლებებისა განხორციელება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, პირის მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, საჭირო გახდა ამ სტატუსის გაუქმება, მაგრამ კანონი არ ითვალისწინებდა ქმედუუნაროდ აღიარებული პირისთვის სტატუსის შეწყვეტას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქმე და მიიჩნია, რომ პირი აღიარებული უნდა ყოფილიყო ქმედუნარიანად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, პირი შეძლებს საკუთარი უფლებების დამოუკიდებლად განხორციელებას.