სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების განცხადება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე

2018-03-02 18:21
Featured image

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მწუხარებას გამოვთქვამთ  მიმდინარე წლის 23 თებერვალს ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. 

სხვადასხვა წყაროებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი დაიღუპა მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია რეალობას არის მოწყვეტილი. 

სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებულია სიტუაციის ესკალაციით და მივიჩნევთ,რომ სიტუაციის შემდგომი დეესკალაციისათვის საჭიროა დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს მის ოჯახს. ამ პროცესის კიდევ უფრო გაჭიანურება გამოიწვევს სიტუაციის უკიდურესად დაძაბვას და შესაძლოა პროცესები უმართავი გახადოს, რაც ხელს აძლევს სწორედ საოკუპაციო რეჟიმს, მაგრამ არა ამ რეჟიმის მმართველობის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობას.

მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისა და მისი რეჟიმისგან ცხინვალში უზრუნველყონ გარდაცვლილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისათვის. ასევე არ შეაფერხონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გადაკვეთონ გამყოფი ხაზი, რომ მშვიდობიანად დაუბრუნდნენ ოჯახებს.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს კონტროლი და ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რათა მოხერხდეს წარმოქმნილი კრიზისის განმუხტვა. 

არ გვაქვს რწმენა იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმი უზრუნველყოფს ამ საქმის სამართლიან გამოძიებას. პასუხისმგებლობა მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფისათვის მთლიანად ეკისრება რუსეთის ფედერაციას და მის საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალში, როგორც სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. მიგვაჩნია, რომ მომხდარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განხილვის საგანი უნდა გახდეს.           

ამავდროულად, ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ საოკუპაციო მმართველობა იყო და იქნება პროვოკაციული, დესტრუქციული და ანტიჰუმანური, რაც ზიანის მომტანია კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოებებისათვის. 

ამასთანავე, მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სამშვიდობო ინიციატივები და შესაბამისი თანამიმდევრული ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც არის მიმართული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. სამოქალაქო ფორუმი

2. ლიბერალური აკადემია თბილისი

3. ევროპის ფონდი

4. რონდელის ფონდი

5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

6. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

7. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

8. ადამიანის უფლებათა ცენტრი

9. თავისუფალი არჩევანი

10. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია ”საქართველოს ჩაი”

11. ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესი“

12. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია

13. საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი

14. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარები ცენტრი

15. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო

16. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

17. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი

18. ასოციაცია მერკური

19. ფონდი "სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურცენტრი" 

20. ახალგაზრდული ალტერნატივა

21. თომას ჯეფერსონის ცენტრი

22. ასოციაცია ტოლერანტი

23. ასოციაცია 'მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"

24. ასოციაცია გადავარჩინოთ მომავალი თაობა

25. ახალგაზრდული კავშირი ევროკლუბი

26. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

27. მეწარმე ქალთა ფონდი

28. პედაგოგთა კავშირი "განათლება და სამყარო"

29. ლევან მიქელაძის ფონდი

31. ახალგაზრდა სოციალისტები

32. საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო” 

33. ასოციაცია „სკოლა-ოჯახი-საზოგადოება“

34. ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო

35. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი

36. ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია

37. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი

38. საერთაშორისო ასოციაცია ”კივიტას გეორგიკა”

39. კავკასიური სახლი - საქართველო

40. კავკასიის ეკოლოგია

41. საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი

42. ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება

43. კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი"

44. ენერგოეფექტურობის ფონდი

45. ჯანმრთელი ბავშვები

46. ქალთა საინფორმაციო ცენტრი

47. მწვანე კავკასია

48. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის

49. ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო

50. საქართველოს პრესის ასოციაცია

51. საქართველოს ენერგო-რესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია

52. კავშირი ”ეკოტექი”

53. "განიარაღება და არაძალადობა"

54. ასოციაცია „ათინათი“ 

55. აფხაზეთი-ჩემი სახლი

56. ციხის საერთაშორისო რეფორმა

57. ასოციაცია  "ფსიქეა"

58. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

59. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი 

60. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი 

61. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი