აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს უფლება აქვთ სხვადასხვა მექანიზმის, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების გზით სახელმწიფოს მიერ საჭირო მედიკამენტების დაფინანსების გაჭიანურება/უარი გააპროტესტონ, რადგან საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ჯეროვანი ჯანდაცვის სერვისის უზრუნველყოფა. ისევე, როგორც სოციალური სახელმწიფო პრიორიტეტს უნდა ანიჭებდეს თავისი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ბავშვების კეთილდღეობასა და ძირითად საჭიროებებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მთავრობამ უზრუნველყოს აუცილებელი მედიკამენტების ხელმისაწვდომობა განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნი გავლენა მოახდინოს მათი ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხზე.
მოვუწოდებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიიღოს ყველა ზომა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების სამედიცინო მოთხოვნების ჯეროვანი დაკმაყოფილებისთვის.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: უზრუნველყოს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება იმგვარად, რომ არ მოხდეს გაუმართლებელი ჩარევა შეკრების თავისუფლებაში.