სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადოებას „Must carry“-ს საკითხებთან დაკავშირებული კვლევა წარუდგინა

2012-06-11 15:59
Featured image

 

2012 წლის 11 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „Must carry“-ს საკითხებთან დაკავშირებულ კვლევის პრეზენტაცია  გამართა.

ბოლო წლების განმავლობაში ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე გაჩნდა იდეა, რომ საქართველოშიც, მსგავსად უცხოეთის არაერთი  ქვეყნისა, აუცილებელია „Must carry“ წესების შემოღება.

ჩვენი კვლევის  მთავარი მიზანი იყო:

საერთაშორისო სტანდარტების დადგენა;

სხვა ქვეყნების კანონმდებლობისა და გამოცდილების ანალიზი;

მოთხოვნილებები ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე.

პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები; ასევე - ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები და ექსპერტები.

 

2012 წლის 7 მაისს კამპანიის - ,,ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციების მიერ, რომელთა შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაცაა, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იქნა საკანონმდებლო წინადადება „Must carry“-ს პრინციპის დანერგვასთან დაკავშირებით,  თუმცა ამ დრომდე მისი განხილვა არ მომხდარა.