სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს ვაკანსიას - ანალიტიკოსის პოზიციაზე

2014-05-13 11:10
Featured image
ანალიტიკოსის მოვალეობები:
 
სისხლის სამართლისა და პენიტენციალური სამართლის მიმართულებით მუშაობა და ამ სფეროში საკანონმდებლო და პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხების ინდენტიფიცირება;
საიას იურიდიული დახმარების ცენტრების მიერ მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება და განზოგადება;
სისხლის სამართლის პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობა, საერთაშორისო აქტებსა და რეკომენდაციების ტექსტებზე მუშაობა;
კვლევების მომზადება და რეკომენდაციების შემუშავება;
ორგანიზაციის სახელით სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებსა და კომისიებში მონაწილეობა;
საიას შინაგანაწესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება
 
 
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
 
o უმაღლესი იურიდიული განათლება;
o ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერა და მეტყველება);    
o მაღალი ანალიტიკური აზროვნებისა და წერის უნარი;
o პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი; 
o ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
o საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
o პროფესიით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება 
 
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ დოკუმენტები ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე:  sarajishvili@gyla.ge
 
წარმოსადგენი დოკუმენტები:
 
1. ავტობიოგრაფია (CV);
2. ორი წერილობითი რეკომენდაცია კონკურსანტის უშუალოდ აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ;
3. სამოტივაციო წერილი;
4. კონკურსანტის მიერ შესრულებული კვლევების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
 
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 20 მაისი
 
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
 
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისათვის შერჩეულ კანდიდატებს.
საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  ანალიტიკოსის გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი. 

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე. 
 
 
საკონტაქტო პირი: თამარ სარაჯიშვილი - 577070515
ელ-ფოსტა: sarajishvili@gyla.ge