საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია “ინტერ რაო ეეს”-ს შორის 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. საზოგადოების აქტიური დაინტერესების მიუხედავად აღნიშნული დოკუმენტი არ არის ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისათვის.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოებრივი ინტერესი აღემატება კერძო პირების კომერციული ინტერესებს და დაუშვებელია მათი გასაიდუმლოება. აღნიშნული მით უფრო ხელშესახები ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო დაწესებულება ვერ ასაბუთებს კონკრეტულად რა ზიანი შეიძლება მოიტანოს დოკუმენტების გასაჯაროებამ.
საიამ აღნიშნული მემორანდუმი გამოითხოვა 2009 წლის 16 იანვარს და კომერციული საიდუმლოების მოტივით ინფორმაციის გაცემაზე უარი, ადმინისტრაცული საჩივრით, გაასაჩივრა საქართველოს ენრეგეტიკის მინისტრთან.
ადმინისტრაციული საჩივარზე ზეპირი მოისმენა გაიმართა 20 თებერვალს, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრი ბატონი ალექსანდრე ხეთაგური უძღვებოდა.
ზეპირ სხდომაზე სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა 16 იანვრითვე დათარიღებული, კომპანია “ინტერ რაო ეეს”-ის მიერ, რუსულ ენაზე წარდგენილი, განცხადება, მემორანდუმის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ. ასევე, ენერეგეტიკის მინისტრის ამავე რიცხვით დათარიღებული გადაწყვეტილება, დოკუმენტის გასაიდუმლოების თაობაზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კანონის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ვადლებულია არასახელმწიფო ენაზე წარდგენილი განცხადების მიღების შემთხევვაში განუსაზღვროს განმცხადებელს ვადა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოსადგენად და მხოლოდ ამის შემდეგ, განიხილოს მიღებული განცხადება, რასაც ადგილი არ ჰქონია მოყვანილ შემთხვევაში.
საია კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ენგურჰესის მართვის საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ლეგიტიმურობაზე კერძო ინტერესებთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მემორანდუმის გასაიდუმლოება არის უკანონო.
საია აპირებს თავისი პოზიციის სასამართლოს გზით დამტკიცებას, რისთვისაც 20 თებერვალს სარჩელი შეიტანა საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მემორანდუმის კომერციულ საიდუმლეობად ცნობის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა.