„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საქართველოს მასშტაბით 48 საარჩევნო ოლქსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს დააკვირდნენ.
დაკვირვების სამიზნეს წარმოადგენდა საოლქო საარჩევნო კომისიების არჩევნების დღის შემდგომი საქმიანობა, მათ მიერ საჩივრების განხილვის, გადაწყვეტილებების მიღებისა და ოლქის შედეგების შეჯამების პროცესი.
წარმოდგენილი დასკვნა ემყარება არა მხოლოდ „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ შეტანილი საჩივრების განხილვის პროცესის ანალიზს, არამედ, ოლქების მიერ განხილული, ყველა საარჩევნო სუბიექტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეტანილი საჩივრებისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
იხ. ანგარიში