სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს ვიდეო რგოლის მომზადებაზე

2016-06-23 10:47
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს შემდეგი თემატიკის ვიდეო რგოლის მომზადებაზე:

  • 1.    ქალებისთვის საკუთრების შეზღუდული უფლების პრობლემატიკაზე
  • 2.    ვიდეო რგოლი უნდა ასახავდეს, ქალთა საკუთრების უფლებებზე, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს.
  • 3.    ასევე ვიდეო რგოლი უნდა ემსახურებოდეს, ქალთა ქონებრივი უფლებების დამცავი მექანიზმების შესახებ, საზოგადობრივი ცნობიერების ამაღლებას.

 

პირობები:

- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა დაამზადოს ვიდეო რგოლი.

- რგოლი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებდეს სატელევიზიო სოციალური რგოლისთის განკუთვნილ სტანდარტებს (ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 30 წამი);

-  რგოლი უნდა იყოს მზად 30 ივლისისთვის

-   რგოლის დასამზადებლად შეირჩევა ერთი კომპანია;

-  საია იტოვებს უფლებას შეცვალოს/დააკონკრეტოს თემატიკა და მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენილი სცენარის დაზუსტება/შეცვლაში. 

-  გადაწყვეტილება  იქნება მიღებული ფასის, ხარისხისა და შესრულების დროის მიხედვით. 

- დაინტერესებულმა  პირებმა/კომპანიებმა 2016 წლის 5 ივლისის (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

 

- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების და მაღალი ხარისხის ვიდეო რგოლის მომზადებისთვის საჭირო ტექნიკური ბაზის შესახებ;

- შესრულებული სამუშაოს ბმულები;

- ამ განცხადებაში მითითებული თემის მიხედვით სატელევიზიო სოციალური რგოლის შესაქმნელად საჭირო ბიუჯეტი დღგ-ს ჩათვლით;

- ამ განცხადებებში მითითებული თემის მიხედვით, სოციალური რგოლის სავარაუდო სცენარი;

-  ინფორმაცია ვიდეო რგოლის დამზადებისათვის საჭირო ვადების შესახებ.

 განაცხადი უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართებზე:  pr@gyla.ge  

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, სამუშაო საათებში (10:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 07 05 00 ლევან ქათამაძე.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.