სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს საიას რუსთავის ოფისში სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით კონსულტანტის პოზიციაზე

2024-03-14 11:11
Featured image

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის.

ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნით მასშტაბით 9 რეგიონში და სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად უზრუნველყოფს უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას.

ორგნიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესების გზით.

პოზიციის დასახელება - სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების კონსულტანტი

სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი - ხუთშაბათი 10:00-18:00 სთ, პარასკევი 10:00-14:00 სთ.)

სამუშაო ადგილი - რუსთავი

გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე

 

ძირითადი ფუნქციები:

· დისკრიმინაციის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვა;

· პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების გაცემა;

· მონაწილეობა გასვლით კონსულტაციებში;

· ორგანიზაციაში შემოსული განცხადებების გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;

· სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;

· პრობლემატური სამართლებრივი საკითხების შესწავლა/გაანალიზება, და საჭიროების

შემთხვევაში მათზე წერილობითი დასკვნების მომზადება;

· კანონპროექტებზე დასკვნების მომზადების პროცესში ჩართულობა;

· სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

· იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი ან უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის მინიმუმ მე-4 კურსის (მე-8 სემესტრის) სტუდენტი;

· სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ცოდნა;

· საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

· ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

· სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა.

 

უნარ-ჩვევები:

· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

· ბენეფიციარებთან სწორი კომუნიკაციის უნარი;

· მაღალი შრომის დისციპლინა;

· შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;

 

ეტაპები:

· პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

· მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას;

· მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 14 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები ელექტრონული სახით:

- რეზიუმე (CV);

- სამოტივაციო წერილი;

- დიპლომის ასლი ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი. ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

მითითებული დოკუმენტები ელექტრონული სახით უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gyla.ge

მეილის subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „კონსულტანტი“.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 22 მარტი, 18:00 საათი.

ვაკანსიასთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში საკონტაქტო პირი - ნათია ქოქიაშვილი, ელ-ფოსტა: rustavi@gyla.ge