სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის შემმუშავებელი ჯგუფის წევრებზე

2021-05-05 18:52
Featured image

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან. 

ორგანიზაციის მიზანია  საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. 

ორგანიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესებისგზით.

თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო პოლიტიკური პროცესების  ხელშემწყობი საგრანტო პროგრამა ცხადდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „თავისუფალი,სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური ციკლი 2019-2022 წლებში“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია 2019 წლიდან ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო-პოლიტიკური პროცესების ადვოკატირებას და მხარდაჭერას. ამის მისაღწევად საიას ინოვაციური იარაღი პოლიტიკური თანასწორობის ინდექსია (Political Equality Index, PEI), რომლის ამოცანა სხვადასხვა, მათ შორის, დაუცველი ჯგუფების საარჩევნო-პოლიტიკური თანასწორობის ხარისხის გაზომვა იქნება. პოლიტიკური თანასწორობის ინდექსი აჩვენებს რამდენად მჭიდრო კავშირია ინსტიტუციურ ჩარჩოს, პოლიტიკურ პროგრამებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და საზოგადოების დაუცველი ჯგუფების საჭიროებებს შორის.

პროექტი მიზნად ისახავს პოლიტიკური თანასწორობის საკითხის კვლევისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავებას, დაუცველი ჯგუფების ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაზე წვდომის შესაძლებლობების შესწავლასა და პირველი პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის მომზადებას.

პროექტის ვადები:

პროექტის პირველი ეტაპი მეთოდოლოგიის შექმნაა. ის 3 თვეს მოიცავს.

პროგრამის ფარგლებში შეირჩევა შემდეგი დარგის ექსპერტები:

1.     სტატისტიკოსი;

2.     სოციალური მეცნიერებების ექსპერტი;

3.     პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი;

4.     ექსპერტი თანასწორობის საკითხებში.

სამუშაო ფორმატი - დისტანციური. 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1.    სტატისტიკოსი:

1.1.    უმაღლესი განათლება;

1.2.    ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (C1 დონე);

1.3.    პროფესიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;

1.4.    სასურველია პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით ან/და თანასწორობის საკითხებზე მუშაობის ან კვლევის გამოცდილება.

 

2.    სოციალური მეცნიერებების ექსპერტი:

2.1.    უმაღლესი განათლება;

2.2.    ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (C1 დონე);

2.3.    პროფესიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.

2.4.    სასურველია პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით ან/და თანასწორობის საკითხებზე მუშაობის ან კვლევის გამოცდილება.

 

3.     პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი :

3.1.    უმაღლესი განათლება;

3.2.    ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (C1 დონე);

3.3.    პროფესიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;

3.4.    სასურველია პოლიტიკური მეცნიერებების ან/და კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით მუშაობის ან კვლევის გამოცდილება.

 

4.    ექსპერტი თანასწორობის საკითხებში:

4.1.    უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი;

4.2.    ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (C1 დონე); 

4.3.    პროფესიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;

4.4.    სასურველია პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობის ან კვლევის გამოცდილება.

 

უნარ-ჩვევები

-       სამუშაოს ორგანიზების უნარი;

-       მაღალი შრომის დისციპლინა;

-       შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

1.     ავტობიოგრაფია/СV

2.     პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის შემუშავებასთან დაკავშირებით 1000-1500 სიტყვიანი კონცეფცია, რომელიც გადმოსცემს ავტორის ხედვას მეთოდოლოგიის შემუშავების და ცალკეული კვლევების ჩატარების შესახებ.

 

კონკურსის ეტაპები

  • პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

  • მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;

 

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას კონკურსანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა ან  დამატებითი გასაუბრება. 

განაცხადის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

 

პროექტის ვადები

 

კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნება

5 მაისი,  2020

კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების გამოგზავნის  ბოლო ვადა

16 მაისი, 2020

საიას მხრიდან კითხვებზე პასუხის გაცემის  ბოლო ვადა

19 მაისი, 2021

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა

25 მაისი, 2021, 18:00 სთ

 

 

 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, განაცხადების შეფასებისა და შედეგების გამოცხადების თარიღები შესაძლოა შეიცვალოს. 

კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოთხოვნილი ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: anitabidze@gyla.ge,  2021 წლის 25 მაისის 18:00 საათამდე.

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით აპლიკაციას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში  მოგვწერეთ anitabidze@gyla.ge

საიას თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური პროცესების  ხელშემწყობ საგრანტოპროგრამას აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგეტო (USAID).