საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ
17 მარტს, 12.00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, რომლის წევრიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ერთობლივი საპროტესტო აქცია გამართა. აქციის სახელწოდება იყო - “შენი სიცოცხლე საფრთხეშია!"
შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოს ღობეს აქციის მონაწილეებმა შავი ლენტები შეაბეს და გამოაკრეს შავი პლაკატი წარწერით “შენი სიცოცხლესაფრთხეშია!"
კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დღემდე არ ხდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ობიექტური გამოძიება. სასწრაფოდ უნდა გამოვლინდნენ მკვლელობის შემკვეთები და დაისაჯონ. მათ არ უნდა მიეცეთ უფლება, დატოვონ საქართველოს ტერიტორია. მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსანთა საჯარო დაკითხვა, რომლებიც 27 იანვარს ბარ შარდენში იმყოფებოდნენ.
აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ისინი დღეს, 16.00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.