საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დასრულდა საპარლამენტო დებატების ტურნირის შესარჩევი ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სტუდენტები.
შესარჩევ რაუნდებში დებატები წარიმართა შემდეგ რეზოლუციებზე:
1. ამ პალატას სჯერა, რომ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი სამართლიანი სასამართლოს გარანტიაა;
2. ამ პალატას სჯერა, რომ სიცოცხლის უფლება ხელშეუვალია;
3. ამ პალატას სჯერა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტურია;
4. ამ პალატას სჯერა, რომ წამება დასაშვებია, თუ ამას სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს;
5. ამ პალატას სჯერა, რომ სახელმწიფო სკოლები მხოლოდ ქართულენოვანი უნდა იყოს;
6. ამ პალატას სჯერა, რომ ეროვნულ უმცირესობებს უნდა ჰქონდეთ საკუთარ ენაზე სამართალწარმოების უფლება;
7. ამ პალატას სჯერა, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია;
8. ამ პალატას სჯერა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია ფიქციაა;
9. ამ პალატას სჯერა, რომ ცენზურა დაუშვებელია;
10. ამ პალატას სჯერა, რომ კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა შეუძლებელია;
ამ პალატას სჯერა, რომ სახელმწიფო უწყებებში დაცული ნებისმიერი ინფორმაცია ღია უნდა იყოს საზოგადოებისთვის;
11. ამ პალატას სჯერა, რომ სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს ბიზნესს;
12. ამ პალატას სჯერა, რომ ხალხს აქვს რევოლუციის უფლება;
13. ამ პალატას სჯერა, რომ პირადი ცხოვრების უფლება ხელშეუვალია;
ფინალურ ეტაპზე გასული გუნდების სია
სისხლის სამართლის ჯგუფი
1) გუნდი #3 – მურმან ნიკოლეიშვილი, გიორგი ლომინაშვილი
2) გუნდი #7 – რეზო ბოჭორიშვილი, შოთა ტყეშელაშვილი
3) გუნდი #8 _ ნინო თუშურიშვილი, გიორგი ჩიდრაშვილი
4) გუნდი #2 _ ოლღა გიორგაძე, ხათუნა ხელიძე
სამოქალაქო სამართლის ჯგუფი
5) გუნდი #4 Imagine - გიორგი ცხვედიანი, ნინო ბერძენიშვილი.
6) გუნდი #5 კორპორაცია - ლევან ელიზბარაშვილი, ზურა მაჭარაძე
7) გუნდი #11 NOKIA – ელისო ჩაბრავა, ვანდა ჯიჯელავა
8) გუნდი #12 ბრიგადა ექსტრიმი - ეკა მიქაძე, გიორგი სვანაძე
საერთაშორისო / კონსტიტუციური სამართლის ჯგუფები
9) გუნდი #1 – ნინო სარიშვილი, თამარ დაუშვილი
10) გუნდი #3 – ნინო გობრონიძე, თამარ ჩუგოშვილი
შესავალი სამართალში
11) გუნდი #1 - ნონა ზუბიტაშვილი, მარიამ დავითინიძე
12) გუნდი #2 - კოკა გოგეშვილი, თამარ ქათამაძე
13) გუნდი #7 – თამარ ღონღაძე, მაია თითბერიძე
14) გუნდი #12 – არჩილ ნიჟარაძე, ბესო ღონღაძე
15) გუნდი #13 – ზაზა კაკოშვილი, დიმიტრი სამხარაძე
16) გუნდი #15 – ლუიზა ჩალათაშვილი; თინათინ ფილია
დეტალური მონაცემები იხილეთ დანართში