საია 2016 წლიდან იცავდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს. იგი დავობდა სამსახურიდან უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო. სამი წლის განმავლობაში საქმის განხილვა სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციებში მიმდინარეობდა. მათ შორის, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც 2017 წელს საქმე ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა.
2019 წლის 25 ოქტომბერს, მხარეები მორიგდნენ. მორიგების პირობების თანახმად, საიას ბენეფიციარი იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომით ანაზღაურებას - 20.000 ლარს მიიღებს.