სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

"სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიამ" ქსნის ციხესთან აქცია გამართა

2012-07-02 15:06
Featured image

 

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ #15 დაწესებულების მსჯავრდებულებმა საქართველოს სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით მიმართეს მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. ამ საკითხზე „სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიამ“ 2012 წ. 2 ივლისს ქსნის ციხესთან აქცია გამართა.

განცხადებას, რომელსაც დაახლოებით 700-მდე მსჯავრდებული აწერს ხელს, საუბარი იყო მათ მიმართ დროის სხვადასხვა მონაკვეთში განხორციელებულ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.

"სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია" სოლიდარობას უცხადებს პატიმრებს და უერთდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნებს:

1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება #15 დაწესებულებაში მომხდარ ქმედებებთან დაკავშირებით;

 

2. საქართველოს მთავარ პროკურატურას დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და უზრუნველყოს ფაქტების ეფექტური გამოძიება;

3. #15 დაწესებულების ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პატიმართა მიმართ უკანონო ქმედებები.

ვიმედოვნებთ, რომ ფაქტების გახმაურება არ შეუქმნის საფრთხეს კოლექტიური განცხადების ავტორთა უსაფრთხოებას და მათ მიმართ არ განხორციელდება მორიგი უკანონო, ღირსების შემლახავი ქმედებები.