სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქმეს „გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2023-06-14 14:41
Featured image

2023 წლის 15-16 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქმეს „გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ამ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ჩხრეკის შესახებ განჩინების გასაჩივრების 48 საათიანი ვადა აითვლება არა ამ განჩინების იმ პირისათვის ჩაბარების მომენტიდან, რომლის საკუთრებაშიც ჩატარდა ჩხრეკა, არამედ - ჩხრეკის დასრულების მომენტიდანვე.

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაში ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკის დაწყების მომენტში გიორგი ფუტკარაძისათვის არ გადაუციათ ჩხრეკის შესახებ სასამართლოს განჩინება. განჩინება მან გამოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოდან და იგი გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლოდან განჩინების მიღების მომენტისათვის უკვე გასული იყო 48 საათიანი ვადა, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ვადის დარღვევით შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

საია მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ირღვევა იმით, რომ ჩხრეკის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 48 საათიანი ვადა აითვლება არა მხარისათვის მისი ჩაბარების მომენტიდან, არამედ - ჩხრეკის დასრულების მომენტიდან. პირმა, რომელსაც აქვს ამ საკითხზე მიღებული განჩინების გასაჩივრების უფლება, ამ ვადის ფარგლებში შეიძლება ვერც კი ჩაიბაროს განჩინება და შესაბამისად, მხარის დავალდებულება გაასაჩივროს ის განჩინება, რომელიც შეიძლება ჩაბარებულიც არ ჰქონდეს პირს, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ გასაჩივრების უფლებას.

 

ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებ