ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის“ (WFD) პროგრამა, „ესექსის უნივერსიტეტთან“, „თომსონ როიტერსის ფონდსა“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან („საია“) ერთად, აცხადებს შესარჩევ კონკურსს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 22 თვიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის სახელწოდებაა - “არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესება".
პროგრამა მიზნად ისახავს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობას, რათა მათ გამოიმუშავონ კვლევის, კომუნიკაციებისა და ადვოკატირების უნარ-ჩვევები და ეფექტურად იმუშავონ საქართველოს პარლამენტთან. მივესალმებით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების, განათლების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და სოფლის მეორნეობის განვითარების საკითხებზე.
პროგრამის მიზანია 15 არასამთავრობო ორგანიზაციის აღჭურვა კვლევისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ადვოკატირების უნარ-ჩვევებით, რათა მათ ეფექტურად შეძლონ პარლამენტთან საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის გამართვა. თითოეულ ორგანიზაციას მოეთხოვება დაასახელოს ორი ან სამი წევრი, რომელთაც ექნებათ კვლევის წარმოებისა და ადვოკატირებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების სურვილი პოლიტიკურ დიალოგში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის მიზნით. კანდიდატებმა უნდა მოახდინონ პროგრამის მიზნებისადმი მტკიცე ერთგულების დემონსტრირება და მონაწილეობა მიიღონ მის ყველა ღონისძიებაში. პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეცემათ შესაძლებლობა გამოიყენონ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ პრაქტიკულ სამუშაოში. პროგრამა განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
• საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მეშვეობით ტრენინგ კურსების ჩატარება კვლევით მეთოდებსა და ადვოკატირებაზე;
• მცირე გრანტების მიცემა საუკეთესო მონაწილე ორგანიზაციებისთვის, მათ მიერ ამ ტრენინგების განმავლობაში შემუშავებული კვლევითი და საკომუნიკაციო გეგმების რამდენიმე ნაწილის განხორციელების მიზნით;
• არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთან შეხვედრების ხელშეწყობა;
• სასწავლო ტურის ორგანიზება გაერთიანებულ სამეფოში 4 საუკეთესო მონაწილე ორგანიზაციისთვის, რათა მათ შეისწავლონ ამ ქვეყანაში მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა;
• არასამთავრობო ორგანიზაციების ღია კარის დღის ორგანიზება საქართველოს პარლამენტში; და სხვა.
არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
(ა) არასამთავრობო ორგანიზაციის მოტივაცია შეიმუშავოს და დააინტერესოს პარლამენტი მისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობით, კვლევებისა და ადვოკატირების გამოყენებით;
(ბ) არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შესაბამისი თანამშრომლების გამოყოფა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ახალი უნარ-ჩვევების საკანონმდებლო სექტორში გამოყენების მიზნით;
(გ) მონაწილეების მიერ ვალდებულების აღება პროგრამით გათვალისწინებულ ყველა საქმიაობაში მონაწილეობაზე:
(დ) არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესთა სფეროების თანხვედრა ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა (ENP) და პარლამენტის პრიორიტეტებთან.
წარსულში თქვენი პარლამენტთან მუშაობის გამოცდილება არ წარმოადგენს შერჩევის კრიტერიუმს.
მონაწილეთა მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს დაფარავს პროგრამა.
დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოეთხოვებათ შეავსონ
განცხადების ფორმა, რომელიც საია-ს ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზეა განთავსებული (
www.gyla.ge) და გააგზავნონ იგი ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:
boris.nadiradze@wfd.org და მიუთითონ თემის დასახელება „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტი“. განცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2012 წლის 21 დეკემბერი. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: +995(32) 299 99 34 / (577) 50 08 02. საკონტაქტო პირი - ბაჩო ნადირაძე.