პროექტის სახელი: საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მხარდაჭერა სამოქალაქო ჩართულობისა და მონიტორინგის გზით
ხანგრძლივობა: ოქტომბერი, 2019 - ოქტომბერი, 2021
ბიუჯეტი: 239 824 ევრო
კომპონენტი: საჯარო მმართველობა
პარტნიორი ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
დონორი: European Commission
მიზანი: საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) განხორციელების ალტერნატიული მონიტორინგი
ევროკომისიის მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან აქტიური თანამშრომლობით, 2019 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ახალი პროექტის იმპლემენტაცია დაიწყო, რომელიც საჯარო მმართველობის რეფორმას დაუჭერს მხარს ინოვაციების, სხვადასხვა აქტორებთან დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციები დააკვირდებიან რეფორმის სამოქმედო გეგმისა და გზამკვლევის განხორციელების პროცესს. გარდა გრანტიორი ორგანიზაციებისა, პროექტის იმპლემენტაციაში ჩაერთვებიან რეგიონული ორგანიზაციებიც, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გაზრდიან ცნობადობას საჯარო მმართველობის რეფორმისა და განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.