მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრისთვის კანონის უზენასეობა არის ღირებულება, რომლის დაცვისკენაც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქე ისწრაფვის. სწორედ აქედან გამომდინარე, საიასთან არსებული ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმე სამინისტროს საკუთარი ინიციატივით გაასაჯაროოს საქმის გასაიდუმლოების გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი). აგრეთვე, საზოგადოებას, ლეგიტიმური ინტერესის დაცვის მიზნით, წარმოუდგინოს დამაჯერებელი არგუმენტები საქმისათვის საიდუმლო გრიფის მინიჭების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.