საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისს განცხადებებით მომართა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ სააქციო საზოგადოება "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" უხეშად არღვევდა მათ უფლებებს.
ამის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს. საიამ მოითხოვა სააქციო საზოგადოება "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა და განხილვა. აღნიშნულ განცხადებას შეუერთდა თელავის რაიონში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაცია.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქმის დეტალები შეისწავლა, ორი ძირითადი დარღვევა აღმოაჩინა:
საიას თელავის ოფისის მიმართვის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ეს ჯგუფი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველთან ერთად 30 აგვისტოს სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ თელაველ მომხმარებელთა პრეტენზიებს გაეცნო.
საიას თელავის ოფისის დახმარებით, სს კახეთის ენერგოდისტრიბუციას დაევალა, მოახდინოს შესწორება და შესაბამისად დააკისროს მოსახლეობას ელექტროენერგიის მოხმარების კანონით დადგენილი ტარიფი.
რაც შეეხება ინდივიდუალური მრიცხველის დამონტაჟებისათვის მომხმარებლისაგან 50 ლარის (დღეის მდგომარეობით 72) ლარის დაკისრებას, აღნიშნულ საკითხს სემეკის სხდომაზე უახლოეს მომავალში განიხილავენ. ასევე, სემეკის სამუშაო ჯგუფის მიერ დაფიქსირებული და საიას განცხადებაში მოყვანილი ფაქტების დადასტურების საფუძველზე, კომპანიას დაევალა დარღვევების აღმოფხვრა და სემეკის დადგენილებების ფარგლებში მოქმედება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს სხვა რეგიონებშიც დააფიქსირა ელექტროენერგიის მომხმარებელთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. ჩვენი რეგიონული ოფისები ანალოგიურ რეჟიმში მუშაობენ მათი უფლებების დაცვაზე.