სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას საგანგებო განცხადება ხონის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

2014-06-15 23:33
Featured image
საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, ხონის საარჩევნო ოლქში იქმნება რეალური საშიშროება, რომ მოხდეს ცალკეულ უბნებზე გარკვეული პირების შეჭრა და ხმის დათვლის და შედეგების შეჯამების  პროცედურის ჩაშლა. როგორც ცნობილია, ხონის 22-ე უბანზე მოხდა უცხო პირების შეჭრა და საარჩევნო ყუთის დამტვრევა.  ამ წუთებში ადგილი აქვს ხონის მე-19 უბანზე შეჭრის მცდელობას. არის სხვა უბნებში შეჭრის საშიშროება.
 
საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ იმ უბნებზე, სადაც შესაძლოა არ იმარჯვებდეს კოალიცია ,,ქართული ოცნება" და მისი კანდიდატები, ადგილი ჰქონდეს არაუფლებამოსილი პირების მიერ უბნებზე შეჭრას და ხმის დათვლის პროცესის ჩაშლას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ ცესკოს.
 
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები, რათა არ მოხდეს ხმის დათვლის პროცესის ჩაშლა. ზემოაღნიშნული დარღვევები წარმოადგენენ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებებს და აუცილებელია მათზე დაუყოვნებელი  რეაგირების მოხდენა.