სამუშაო ადგილი: თბილისი (ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართება სტაჟირება)
სამუშაო დატვირთვა: არასრული
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 31 მარტი
საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს 6-თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.
კონკურსის შედეგად საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდში შეირჩევა არაუმეტეს 4 პირი. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები საქმიანობას შეუდგებიან 2023 წლის აპრილიდან. სტაჟირება წარიმართება, როგორც ოფისში ასევე დისტანციურ რეჟიმში.
კურსის განმავლობაში შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა, საიას საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის დახმარებით, უშუალოდ ჩაერთონ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეთა წარმოებაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის III/IV კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს. კონკურსის გავლის აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
თანაშემწეების/სტაჟიორების მოვალეობებია:
- ადამიანის უფლებების ჭრილში, სტრატეგიული საერთაშორისო სამართალწარმოების მიზნებისთვის საერთაშორისო, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა ანალიზი;
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე - საერთაშორისო ინსტიტუციებისთვის;
- საერთაშორისო სამართალწარმოების ფარგლებში განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში იურისტების დახმარება;
- კონკრეტულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება;
- იურისტების ზედამხედველობით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულებისთვის კვლევითი საქმიანობის განხორციელება.
განაცხადების მიღება წარმოებს მითითებული ბმულის მეშვეობით - https://forms.gle/iSe9HnFy7cmFAjyJ8
კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.
კონკურსის ეტაპები:
1. წერითი გამოცდა - დაშვებული იქნება კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილ კრიტერიუმებს და აქვს სრულყოფილად შევსებული სარეგისტრაციო ფორმა. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს ევალებათ კაზუსის ამოხსნა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, რომლის ერთ-ერთი დავალება, ასევე, შეიძლება შეიცავდეს სისხლის/სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის საკითხებსაც.
2. გასაუბრება - დაშვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც წარმატებით გადალახავს პირველ ეტაპს.
განაცხადების მიღება:
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მარტი, 18:00.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:
დავით ჯავახიშვილი, ელ. ფოსტა: djavakhishvili@gyla.ge