საიას ქუთაისის ფილიალი აცხადებს კონკურსს იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშმწეთა/სტაჟიორთა მისაღებად.
იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს იურიდიულ დახმარების ცენტრში 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში თანაშემწეს/სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის მე-2 და ზედა კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს.
თანაშემწეებს/სტაჟიორების ფუნქციებში ძირითადად შედის:
- იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა-პასუხების ელექტრონულ პროგრამაში ასახვა;
- სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;
- საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
- სამართლებრივი ბროშურების შედგენისას იურისტების დახმარება.
კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელ. ფოსტაზე - kutaisi@gyla.ge უნდა გამოაგზავნოს: · განაცხადი (იხ. მიბმული დოკუმენტი)
- შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ) დასკანერებული წესით.
გთხოვთ, მეილის ”subject" ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სამართლის სფერო.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 მარტი.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების წესით.
გასაუბრების თარიღი გეცნობებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და გამოქვეყნდება საიას ქუთაისის ფილიალის facebook გვერდზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი:
· დარეჯან სალდაძე (577-07-05-76)
· ზაალ გორგიძე (577 – 07- 05 – 64)