სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ქუთაისის ფილიალი

2012-11-23 16:11
Featured image
მისამართი: ქ. ქუთაისი, მ. კოსტავას 11
საკონსულტაციო ტელეფონი (0431) 241192
თავმჯდომარის ტელეფონი (0431) 246523
ფაქსი (0431) 21-45-85

დაფარვის ზონა : იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტი: ქუთაისი, წყალტუბო, ზესტაფონი, თერჯოლა, ხარაგაული, ტყიბული, საჩხერე, ჭიათურა, ვანი, ბაღდათი, ხონი, სამტრედია. ასევე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთისა და სამეგრელოს რეგიონები.

თანამშრომლები: 

ფილიალის გამგეობის თავმჯდომარე - თამარ ფაჩულია
ექსპერტი  სამართლებრივ საკითხებში - ნოდარ ჯიქია
 
ადვოკატები:  
გიორგი ჭიქაბერიძე
რევაზ თოფურია
ზაალ გორგიძე

იურისტები:
ნინო ხუხუა
მაკა ცერცვაძე
გიორგი სანტურიანი
ელისო ფაჩუაშვილი

ბიბლიოთეკარი - ხათუნა ტურაბელიძე 

გამგეობა:
თავმჯდომარე - თამარ ფაჩულია
მოადგილე - სოფიო ჯიმშელეიშვილი
მადონა ბასილაძე
ქეთევან დალაქიშვილი
ნანა ჩაფიძე
 
ზოგადი   ინფორმაცია
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი 1996 წლის ნოემბერში დაფუძნდა. 
ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის მეშვეობით ხორციელდება მოქალაქეთათვის უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, როგორც სატელეფონო, ასევე პირადი და გასვლითი კონსულტაციების სახით. ორგანიზაცია დახმარებას უწევს მოქალაქეებს, რომლებსაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი ინტერესები სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში. 
2000 წლიდან ფილიალი დამოუკიდებლად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი გახლდათ დანიის ლტოლვილთა საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი „დევნილთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება“. 
2005-2006 წლებში, ფონდ ”ევრაზიის” და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი ”პრეზიდენტის რწმუნებული ხალხის სამსახურში”. პროექტის მიზანი გახლდათ იმერეთში საზოგადოების მონაწილეობით პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა ეფექტური ადგილობრივი მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. 
2006 წელს საია-ს ქუთაისის ფილიალმა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობასთან ერთად განახორციელა პროექტი - ”ქუთაისის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება”, რომელიც დაფინანსებული იყო ”ურბანული ინსტიტუტის” მიერ. პროექტის შედეგად შეიქმნა 2007-2011 წლების ქუთაისის ეკონომიკური განვითარების გეგმა.
2007-2008 წლებში, ასევე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობასთან პარტნიორობით განხორციელდა პროექტი ”ქუთაისის ბიუჯეტის საზოგადოებრივი მონიტორინგი”, რომელიც მიზნად ისახავდა საბიუჯეტო პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას აქტიური საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით, ანტიკორუფციული გეგმის შემუშავებასა და სხვა აქტივობების განხორციელებას. 
საია-ს ქუთაისის ფილიალის მიერ ყოველ საარჩევნო წელს ხორციელდება არჩევნების მონიტორინგი-ადგილობრივი დამკვირვებლების მეშვეობით. შედეგად იდება არჩევნების მონიტორინგის ანგარიში და რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით.
2006-2007 წლებში  საია-ს ქუთაისის ფილიალმა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს- „LDA Georgia“ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი ”სტუდენტები ქალთა უფლებებისათვის”. პროექტი ითვალისწინებდა ერთწლიანი სასწავლო კურსის ორგანიზებას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ქალთა უფლებების სწავლების მიზნით. პროექტის ფარგლებში დატრენინგებულ იქნა 30 სტუდენტი, სულ ჩატარებულ იქნა 60 ტრენინგ-სემინარი, ორგანიზება გაუკეთდა 3 იმიტირებულ სასამართლო პროცესს სტუდენტების მონაწილებით.
2009 წელს საია-ს ქუთაისის ფილიალის მიერ, საერთაშორისო ორგანიზაცია ”ციხის საერთაშორისო რეფორმა” (PRI-სა) და საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისიის (NORLAG) დაფინანსებით, განხორციელდა პროექტი ”საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხელშეწყობა”. პროექტის მიზანს წარმოადგენდა იმერეთის რეგიონში საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში საია-ს ქუთაისის ფილიალის მიერ გამოთხოვილ იქნა საჯარო ინფორმაციები, დაბეჭდილ იქნა სტატიები და მომზადებულ იქნა რადიო გადაცემები საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით.
2010 წელს საია-ს ქუთაისის ფილიალმა განახორციელა პროექტი ”არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში” , რომელიც ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია- „International Bridges For Justice (IBJ“-ის -  ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანი იყო საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა-კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების უფლებათა საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრის შექმნის, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ჭრილში საკანონმდებლო კვლევების განხორციელების, სამართლებრივი დახმარების შესაძლებლობათა გაძლიერების და ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის გზით.
2011 წლიდან საია-ს ქუთაისის ფილიალმა სამი დამოუკიდებელი პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტი „აქტიური მოქალაქეობა-ეფექტური თვითმმართველობა“ - აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის  საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის  (“EWMI-G-PAC”) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში - წყალტუბოსა და ბაღდათში ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება, მათი პრობლემების გაცნობა და ადვოკატირება. პროექტის შედეგად გადაიჭრა ადგილობრივი მოსახლეობის 17 პრობლემა, გაიზარდა მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსახლეობამ შეიძინა საკუთარი პრობლემების გადაჭრისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები.
პროექტი „ჩვენ ერთი ქალაქის შვილები ვართ“ - ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანს წარმოადგენს  საზოგადოების ყურადღების გამახვილება ე.წ. „ქუჩის ბავშვების“ პრობლემებსა და ცხოვრებაზე; მასმედიის საშუალებების აქტიური გამოყენებით საზოგადოებას დაანახოს, რომ ისინიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და ჩვენი ქალაქის რეალობას წარმოადგენენ; მათ დასახლებებში საინფორმაციო შეხვედრების და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებით აამაღლოს მათი და მათი ოჯახის წევრების სამართლებრივი თვითშეგნება; ორგანიზაციაში არსებული საკვირაო სკოლის სასწავლო პროცესში ე.წ. „ქუჩის ბავშვების“ ჩართვით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას. უფასო იურიდიული დახმარების გაწევით ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის და მათი ოჯახის წევრებისათვის კვალიფიციური სამართლებრივი სერვისი და გაიზარდოს მათი დაცულობის ხარისხი; მოახდინოს მათთან ინტენსიური შეხვედრების შედეგად გამოვლენილი  პრობლემების ადვოკატირება და შეასრულოს მედიატორის როლი სახელმწიფოსა და ამ ბავშვებს შორის. 
„თანაბარი შესაძლებლობები - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“ - საია-ს ქუთაისის ფილიალის კოალიციური პროექტია, რომელიც ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან ერთად ხორციელდება - ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანს წარმოადგენს დასავლეთ საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფა, მათი უფლებების დაცვა,  პროპაგანდა და მონიტორინგი. პროექტი დასავლეთ საქართველოს 5 ქალაქს ფარავს : ქუთაისს, სენაკს, ზუგდიდს, ბათუმსა და სამტრედიას. პროექტის ფარგლებში ტარდება  ტრენინგები და შეხვედრები, იქმნება არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით. 
 
ძირითადი საქმიანობები

საიას ქუთაისის ფილიალი საქმიანობს   4 ძირითადი მიმართულებით: 

1) ადამიანის უფლებები:
ა) უფასო იურიდიული კონსულტაცია. 
  • სატელეფონო კონსულტაცია;  
  • პირადი კონსულტაცია;
  • სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა; 
  • გასვლითი იურიდიული კონსულტაცია იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთისა და სამეგრელოს  რეგიონების სოფლებში;
     
ბ)  წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე საია-ს გამგეობის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. 
გ)  სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.
საიას ქუთაისის ფილიალი ეხმარება  როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტის მომზადებაში.
 
 
2) ეფექტური მმართველობა
2012 წელს საია-ს ქუთაისის ფილიალმა განახორციელა ქ. ქუთაისში პარლამენტის მშენებლობის მონიტორინგი. ანგარიში იხილეთ პუბლიკაციების განყოფილებაში.
 
 
3) ცნობიერების ამაღლება 
საიას ქუთაისის ფილიალი  ატარებს სემინარებსა და ტრენინგებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე.  სემინარები უტარდებათ ჟურნალისტებს, პედაგოგებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, დევნილებს, ადამიანის უფლებების დამცველებს. 
 
 
4) იურიდიული განათლება 
საია-ს ქუთაისის ფილიალში ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, რომელშიც  მიმდინარეობს უფროსკლასელთათვის სამართლის საფუძვლების სწავლება და მათი მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. ასევე, ქუთაისის რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს პრაქტიკული სამართლის სწავლება. 
ფილიალში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ტარდება  სემინარები სისხლის, სამოქალაქო, სამეწარმეო და ადმინისტრაციული სამართლის დარგებში. 
2009 წელს საია-ს ქუთაისის ფილიალმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომლის ფარგლებშიც სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები გადიან სტაჟირებას საია-ს ქუთაისის ფილიალის იურიდიულ კლინიკაში, რაც ხელს უწყობს მათი პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. 2009-2012 წლებში საია-ს ქუთაისის ფილიალში სტაჟირება გაირა 50-მა სტუდენტმა. წარმატებულ სტუდენტებს ეძლევათ რეკომენდაცია, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი დასაქმებისაკენ.
საია-ს ქუთაისის ფილიალში ფუნქციონირებს იურიდიული ბიბლიოთეკა, რომლითაც ადგილზე სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.  ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში  2000-მდე სხვადასხვა სახის თანამედროვე იურიდიული ლიტერატურაა.