სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას მოსაზრებები შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით

2015-05-18 15:00
Featured image

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია'' (საია) მიესალმება საქართველოს მთავრობის მზაობას მოახდინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაცია და შექმნას ინსტიტუციურად და ფუნქციურად გამიჯნული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 

მნიშვნელოვანია, ამთავითვე აღინიშნოს, რომ ნაცვლად ფრაგმენტული ხასიათის ცვლილებებისა, აუცილებელია შემოშავებულ იქნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ერთიანი კონცეფცია, რომელიც დაეფუძნება სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის  კონსენსუსურ ხედვას სისტემის წინაშე მდგომი გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, პროცესი წარიმართოს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დიალოგის რეჟიმში და სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური დრო და შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთოს რეფორმის ყველა ეტაპზე. თუკი შსს რეფორმა მხოლოდ სამინისტროსგან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფით შემოიფარგლა, რეფორმა ვერ ჩაითვლება სრულყოფილად და ადეკვატურად არსებული რეალობის პირობებში.

რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურის შექმნის და მასთან დაკავშირებულ საკითხებს გვსურს აღვნიშნოთ შემდეგი: თუ გავითალისწინებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას გააჩნია პოტენციალი დაარღვიოს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ეფუძნებოდეს არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების, ასევე საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების ღრმა ანალიზს.


საიას მოსაზრებები შემოთავაზებულ კონცეფციასთან დაკავშირებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.