სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას მიმართვა პარლამენტის წევრებს

2009-09-15 20:00
Featured image


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინდივიდუალურად უგზავნის წერილს პარლამენტის უკლებლივ ყველა წევრს და თხოვს, არ დაუჭირონ მხარი პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ორ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისთან ერთად ქალაქ ქუთაისის განსაზღვრასა და პარლამენტის წევრებისათვის უფლებამოსილების აღდგენას ითვალისწინებს.

საია მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური თამაშის ნაწილია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტარებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კონსტიტუციურ კანონპროექტებს.
წერილის სრული ვერსია.