20 ივნისს, ლტოლივლთა საერთაშორისი დღესთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები წილკანში ჩასახლებულ დევნილებს ეწვივნენ.
აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ ახალგორისა და დიდი ლიახვის მაცხოვრებლებს საიას იურისტებმა ცნობიერების ამაღლების მიზნით სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს და მათთვის საჭირო ლიტერატურა გადასცეს.
ასევე, ლტოლვილთა დანიის საბჭოს დახმარებით (DRC) დევნილ ბავშვებს ფერადი ფანქრები და სახატავი ალბომები გადაეცათ.
2000 წლის 4 დეკემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა სპეციალური რეზოლუცია, რომელშიც გაერო-ს გენერალური ასამბლეა აღნიშნავს, რომ 2001 წელს, 1951 წელს მიღებულ კონვენციას დევნილთა სტატუსის შესახებ 50 წელი უსრულდება, ამასთან ერთად, აფრიკული ერთიანობის ორგანიზაცია თანახმაა, რომ დევნილთა საერთაშორისო დღე, აფრიკელ დევნილთა დღესთან ერთად 20 ივნისს აღინიშნოს. სპეციალურად ამ დღისადმი და დევნილებისადმი მიძღვნილ გაერო-ს გენერალური მდივნის კოფი ანანის მიმართვაში ნათქვამია: ამ ადამიანთათვის, ის, რაც ჩვენ ჩვეულებრივად მიგვაჩნია - სწავლის, მუშაობის უფლება, სამედიცინო დახმარების მიღება, საცხოვრებელი სახლი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ოცნებად რჩება. დაე, ეს დღე ჩვენი მოვალეობების შეხსენების დღედ იქცეს. ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, იმ იმედის ცეცხლის მხარდაჭერისთვის, რომელიც საკუთარ მიწას მოწყვეტილი მილიონობით დევნილის გულში ანთია", - ნათქვამია კოფი ანანის მიმართვაში.
საია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აგრძელებს დევნილთა პრობლემებზე მუშაობას.