სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსებზე

2014-09-29 17:58
Featured image
საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 22 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსებზე. სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს  სწავლებას ხუთი მიმართულებით:
 
კურსი ” შესავალი სამართალში” (დამწყებ კურსელთათვის)
  სისხლის სამართალი;
  სამოქალაქო სამართალი;
  კონსტიტუციური სამართალი;
  საერთაშორისო სამართალი;
სასწავლო კურსებით დაინტერესებულმა პირებმა 22 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2 ფოტოსურათი (3/4);
დიპლომის ან სტუდბილეთის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან;
შეავსონ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ  შემუშავებული განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმას ჩამოტვირთავთ ვებგვერდიდანwww.legaleducation.ge ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას);
კურსებზე მიღება ხდება წერითი გამოცდის საფუძველზე.
გამოცდების ფორმატი:
სამოქალაქო სამართლის ჯგუფი – ტესტირება (ოთხი სავარაუდო პასუხით) სამოქალაქო სამართალსა და კონსტიტუციურ სამართალში.
სისხლის სამართლის ჯგუფი – ტესტირება (ოთხი სავარაუდო პასუხით) სისხლის სამართალსა და კონსტიტუციურ სამართალში.
კონსტიტუციური სამართლის ჯგუფი – ტესტირება (ოთხი სავარაუდო პასუხით) ადმინისტრაციულ და კონსტიტუციურ სამართალში.
საერთაშორისო სამართლის ჯგუფი-ტესტირება ( ოთხი სავარაუდო პასუხით) ადამიანის უფლებებსა და კონსტიტუციურ სამართალში.
შესავლის ჯგუფში სწავლის მსურველებს მიეცემათ თემა , რომელშიც უნდა გამოავლინონ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი. ( ეს არ იქნება კონკრეტული სამართლებრივი საკითხების ირგვლივ).
საბუთების შემოტანის შემდეგ მსურველები ფონდის მიერ დამიშნულ დროს გაივლიან ტესტირებას.
სწავლა ფასიანია.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ (სამუშაო საათები 11:00 საათიდან 18:00 საათამდე):
ქ.თბილისი, კახიძის ქ.#15
საკონტაქტო პირები:
მარიამ აბულაძე- ltic@gyla.ge , iuridiuliganatleba@yahoo.com ტელ: 2 936101(შიდა ნომერი 147);
ნინო ბაღაშვილი- n.baghashvili@gyla.ge ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 137);
თამარ მეტრეველი metreveli@gyla.ge ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 125).
 
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ:
www.legaleducation.ge
https://www.facebook.com/pages/Foundation-for-the-Support-of-Legal-Education/151844651506277?ref=hl