საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს.
სწავლის მსურველებმა 15 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
-დაბადების მოწმობის ასლი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი(ან მოსწავლის ბარათი);
-შეავსონ სპეციალური განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.legaleducation.ge ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას).
საკვირაო სკოლაში სწავლა ფასიანია, 6 თვიანი კურსის მთლიანი ღირებულება შეადგენს 150 ლარს. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 18:00 საათის ჩათვლით.
ქ.თბილისი, ჯ.კახიძის ქ. №15
საკონტაქტო პირები:
მარიამ აბულაძე- ltic@gyla.ge , iuridiuliganatleba@yahoo.com ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 147);
ნინო ბაღაშვილი- n.baghashvili@gyla.ge ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 137);
თამარ მეტრეველი metreveli@gyla.ge ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 125).