სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში

2014-09-29 17:59
Featured image

 საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში

 
შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ:
 - იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2,  მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს.
 
მონაწილეობის პირობები :
- შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს ორი  წევრისგან შემდგარ გუნდს;
- გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.
შეჯიბრი ჩატარდება სიმულაციის ფორმით 2014  წლის  დეკემბერში ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
განაცხადები მიიღება 2014 წლის 29 სექტემბრიდან  12 ოქტომბრის ჩათვლით.
კონკურსში  მონაწილე  გუნდმა  ელექტრონულ  მეილზე   უნდა  გამოაგზავნოს:  
• ელექტრონულად შევსებული  განაცხადის ფორმა;
•  შესაბამის კურსზე  სწავლების  დამადასტურებელი დოკუმენტი  (დასკანირებული); 
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დასკანირებული).
ან  მატერიალური ფორმით წარმოადგინოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის/იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის  ოფისში  ქვემოთ  მითითებულ  მისამართზე.
განაცხადის ფორმა და შეჯიბრის წესები იხილეთ თანდართულ ფაილებში.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისებში შემდეგ მისამართებზე:
თბილისის ოფისი:
ჯ. კახიძის ქ. # 15
ტელ: +995 32 2936101 / 2952353 (147,137)
საკონტაქტო პირი : მარიამ აბულაძე /ნინო ბაღაშვილი
ქუთაისის ფილიალი:
კოსტავას ქ.№11
ტელ: +995 431 241192
საკონტაქტო პირი:  ხათუნა ტურაბელიძე
აჭარის ფილიალი:
ბათუმი, გორგასლის ქ. # 89
ტელ: +995 422 276668
საკონტაქტო პირი: ნინო ტავლალაშვილი
 
დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე:
 
Web: www.legaleducation.ge
Facebook: https://www.facebook.com/pages/Foundation-for-the-Support-of-Legal-Education/151844651506277?ref=hl