2019 წლის თებერვალში, საიაში მიდინარე სტრუქტურული ცვლილების პირველი ეტაპი დასრულდა. შედეგად, მნიშვნელოვანი სიახლეა ორგანიზაციის მმართველობით ნაწილში. შეიქმნა თავმჯდომარის საკოორდინაციო სტრუქტურულ რგოლი - დირექტორთა საბჭო და მიმდინარე წლის 11 მარტიდან, საიაში თამჯდომარის პარალელურად, ადმინისტრაციულმა და პროგრამულმა დირექტორებმა დაიწყეს მუშაობა.
საიას გამგეობის თანხმობით, დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა შემდეგი შემადგენლობით განისაზღვრა:
- ირმა პავლიაშვილი - ადმინისტრაციული დირექტორი;
- ქეთევან შუბაშვილი - ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი;
- ნონა ქურდოვანიძე - სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი;
- ვახუშტი მენაბდე - დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი.