სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას დუშეთის ოფისი

2012-11-23 16:56
Featured image
მისამართი: ქ. დუშეთი, რუსთაველის ქუჩა  29
საკონსულტაციო  ტელეფონები: (0346) 221554; (0346) 221553
ფაქსი: (0346)221554
ოფისის ხელმძღვანელი - სერგო ისაშვილი
ელექტრონული ფოსტა: dusheti@gyla.ge
 
ზოგადი ინფორმაცია
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დუშეთის ოფისი დაფუძნდა 2002 წელს.
დუშეთის ოფისი მდებარეობს   მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. შესაბამისად, ოფისის საქმიანობის პრიორიტეტს წარმოადგენს  მთაში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დაცვა და მათ პრობლემებზე სახელმწიფოსა და საზოგადოების ყურადღების გამახვილება.
დაფარვის ზონა:  მცხეთა - მთიანეთის რეგიონის დუშეთის, მცხეთის, თიანეთის  და  ყაზბეგის მუნიციპალიტეტები.
 
თანამშრომლები:
ოფისის ხელმძღვანელი - სერგო ისაშვილი
 
ადვოკატები:
ამირან ზენაიშვილი
დავით ოქრუაშვილი
 
ძირითადი საქმიანობანი
დუშეთის  ოფისი  საქმიანობს   საია-ს სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად:
 
1) ადამიანის უფლებები:
ა) უფასო იურიდიული კონსულტაცია. 
  • სატელეფონო კონსულტაცია;  
  • პირადი კონსულტაცია;
  • სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა; 
  • გასვლითი  იურიდიული კონსულტაცია  მცხეთა- მთიანეთის  რეგიონის სოფლებში;
 
ბ)  წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, საია-ს გამგეობის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.
 
გ)  საიას დუშეთის ოფისი ეხმარება  როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სხვადასხვა სახის  სამართლებრივი დოკუმენტის მომზადებაში.
2012 წელს დუშეთის ოფისის დახმარებით  200 მოქალაქეს დაუკმაყოფილდა განცხადება უფლების დამდგენი საბუთის კუთვნილების ფაქტის დადგენის თაობაზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებული უზუსტობების გამო მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას, მემკვიდრეობის და კუთვნილი საპენსიო დანამატის მიღებას. დუშეთის ოფისის იურისტების დახმარებით მათ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს უძრავი ქონება, შეძლეს მემკვიდრების მოწმობის აღება და დაენიშნათ საპენსიო დანამატი.
 
2) ცნობიერების ამაღლება
საიას დუშეთის ოფისი  ატარებს სემინარებსა და ტრენინგებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე.  სემინარები უტარდებათ ჟურნალისტებს, პედაგოგებს,  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ადამიანის უფლებების დამცველებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
საია-ს დუშეთის ოფისი საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ატარებს ავტო-ტურებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის, მცხეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სოფლებში. ავტო-ტურზე  საია-ს იურისტები აწყობენ შეხვედრებს სოფლის მოსახლეობასთან, მათ აწოდებენ ინფორმაციას კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების და საკანონმდებლო სიახლეების შესახებ, ურიგებენ საია-ს მიერ გამოცემულ ბროშურებს. 
ავტო-ტურებზე საია-ს იურისტები ეცნობიან სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ადგილობრივი მნიშვნელობის  პრობლემებს, ახდენენ  მათ ადვოკატირებას, რაც  მთელ რიგ შემთხვევებში წარმატებით მთავრდება და უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. საია-ს იურისტები ხვდებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი  ორგანოების ხელმძღვანელებს, აგრეთვე  ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს. მათ სთავაზობენ თანამშრომლობას მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოვლენილი პრობლემების და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ. 
2012 წელს  დუშეთის ოფისმა  მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა 36 დასახლებულ პუნქტში. მათ შორის, შემდეგ სოფლებში: შუახევი, გრიგოლაანთკარი, ხანდო, ილტოზა, კაწალხევი, ქალილო, ზენუბანი, ხორხი, მილისწყარო, მაღარო, ცივწყარო, ქერანა, ძალისი, წიფორი, ხოშარა, ახატანი, თორელაანი, ჭალისუბანი, არაშენდა, დოლასქედი, ტუშურები, ჯუღისი, ტონჩა, ციხისძირი, ვეშაგურები,ძველი ოსები, კიტოხი, ჭართალი, მუქო, გორისციხე, არაბულები, შარახევი, ციხევდავი, დგნალი, გუდამაყარი, საგურამო. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა 728 მოქალაქე. მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია მიწების დაკანონების, მემკვიდრეობის მიღების, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, პენსიაზე  დანამატის მიღების, ჯანდაცვის  სახელმწიფო პროგრამების, სოციალური დახმარებების დანიშვნის, კომლის გაყოფის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მაღალმთიანი რეგიონებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის შესახებ.