სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას დახმარებით რუსთავში მოქალაქეებმა სხვადასხვა სამართლებრივი დავები წარმატებით დაასრულეს

2024-09-20 18:01
Featured image

საიას რეგიონული ოფისები აქტიურად უწევენ მსურველებს სამართლებრივ დახმარებასმიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში საიას რუსთავის ოფისის დახმარებით არაერთმა პირმა შეძლო მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება.

  • რუსთავში მცხოვრებ მოქალაქეს 2019 წლიდან შეწყვეტილი ჰქონდა ბუნებრივი აირის მიწოდება წლების წინ დაგროვილი 2 000 ლარამდე ოდენობის დავალიანების გამოაღნიშნული პირის წინააღმდეგ ლიცენზიატმა კომპანიამ დაიწყო დავა და სასამართლომ მოქალაქის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღოგაწეული სამართლებრივი დახმარების შედეგად, გაუქმდა ამ პირის წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლებული საქმის ფარგლებში მას სრულად ჩამოეწერა დავალიანება. შედეგად, აღნიშნულ პირს აღუდგა ბუნებრივი აირის მიწოდება.

 

  • მოქალაქეს, რომელიც 21 წლის განმავლობაში მსახურობდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უკანონოდ არ დაენიშნა წელთა ნამსახურობის გამო სახელმწიფოკომპენსაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი ეფუძნებოდა, იმ გარემოებას, რომ მოქალაქეს არ ჰქონდა შესაბამისი ვადის ნამსახურობა. საიას დახმარებით მოქალაქემ ჯერ საჩივარი შეიტანა სოციალური მომსახურების სააგენტოში, ხოლო შემდგომ სარჩელი - სასამართლოში. საბოლოოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და სააგენტოს დაავალა მოსარჩელისთვის კომპენსაციის დანიშვნა.

 

  • მოქალაქეს 2013 წლიდან ჰქონდა ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წინაშე, რომელსაც შექმნილი მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ვერასრულებდა. გაწეული სამართლებრივი დახმარების შედეგად, სასამართლომ ხანდაზმულად მიიჩნია არსებული დავალიანება და შესაბამისად, პირი გათავისუფლდა ფულადი ვალდებულების შესრულებისგან.

 

  • მოქალაქემ, რომელსაც საკრედიტო კომპანია ვალდებულების შეუსრულებლობას ედავებოდა, სასამართლოში დავა წარმატებით დაასრულა. გაწეული სამართლებრივი დახმარების შედეგად სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია აღნიშნული მოქალაქის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა და შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა მის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი.