ასევე, 8 ივლისს ადვოკატს ჰქონდა მცდელობა, განცხადება საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით დაეტოვებინა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების კანცელარიაში, თუმცა აღნიშნულზეც უარი ეთქვა, იმ მოტივით, რომ კანცელარია არ მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ადვოკატი განცხადების დატოვებას ცდილობდა სამუშაო საათების განმავლობაში, თუმცა, მას უთხრეს, რომ დღის განმავლობაში კანცელარია აღარ იმუშავებდა და შესაბამისად, ვერც მასალების გაცნობის მოთხოვნას წარადგენდა. რაც მიგვაჩნია, რომ მიზნად ისახავდა ადვოკატისათვის საქმიანობაში ხელოვნურად ხელის შეშლას.
ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ის ფაქტი, რომ არ მოგვეცა დაკავებულთან პირადად შეხვედრის და მისგან დაცვაზე უარის თქმის ფაქტის დადასტურების შესაძლებლობა აღძრავს ეჭვს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა არ ყოფილიყო გედენიძის დამოუკიდებელი ნება.
ამ ეტაპზე ვერ ვახერხებთ დაკავშირებას გათავისუფლებულ ნათია გედენიძესთან, ხოლო დაკავებული ირაკლი გედენიძის მონახულების შესაძლებლობა არ გვეძლევა.