„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საარჩევნო პროცესებში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს კომისია განსაზღვრავს. GNCC-მ 2012 წლის 18 ივლისს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი დადგენილების მისაღებად. საიას მიერ წარდგენილი რეკომენდაციები შეეხებაა დადგენილების პროექტს, რომელიც საჯარო დაწესებულების ოფიციალურ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. მიგვაჩნია, რომ კომისიის მიერ წარმოდგენილ პროექტში დეტალურადაა გაწერილი ის ვალდებულებები, რომელიც მედიისათვის საქართველოს საარჩევნო კოდექსითაა დადგენილი. თუმცა ამავდროულად პროექტში შეინიშნება მნიშვნელოვანი ლაფსუსები, რომელმაც შესაძლოა მედიაორგანიზაციების მუშაობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. “