2023 წლის 15 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს პლენუმთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა.
საკანონმდებლო წინადადების შესაბამისად ცვლილება შედის „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონსა“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წლებია მუშაობს მართლმსაჯულების მიმართულებით. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას საქართველოში. ამ მიზნით საია 2020-22 წლის განმავლობაში აკვირდებოდა უზენაესი სასამართლოს პლენუმის მუშაობას. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომელთა მოგვარებაც საჭიროა ამ კოლეგიური ორგანოს გამართული ფუნქციონირებისათვის.
განსაკუთრებით პრობლემურია რამდენიმე საკითხი:
- პლენუმის შემადგენლობა;
- პლენუმის სხდომის ჩანიშვნის ვადები, მოსამართლეთა მოთხოვნის შემთხვევაში;
- პლენუმის წევრთა ინფორმირება სხდომასთან და განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით;
- ინფორმაციის გამოქვეყნება იმ კანდიდატთა შესახებ, რომლებსაც პლენუმი თანამდებობაზენიშნავს;
- სხდომების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება;
- სხდომების ღიაობა, ვებგვერდზე პლენუმის ოქმების გამოქვეყნებისა და აუდიო ოქმების წარმოების საკითხი;
- უზენაესი სასამართლოს რეგლამენტის არარსებობა;
- საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატის დანიშვნის წესი;
- საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის შესაძლებლობა;
- პლენუმის უფლებამოსილება, რეკომენდაციით მიმართოს პრეზიდენტსა და მთავრობასსაერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მუშაობის ხარისხს.
იხილეთ დოკუმენტები:
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე