საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განიხილა და მოამზადა დასკვნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტზე, რომელიც შეეხება საჯარო სკოლებში “მოსწავლეთა ქცევის კოდექსის” დანერგვას.
საიას მიერ მომზადებული დასკვნა გადაეგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე პროგრამა “უსაფრთხო სკოლის” ფარგლებში შერჩეულ თბილისის 20 საპილოტე სკოლას.