სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ კორუფციასთან ბრძოლასთან დაკვაშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

2017-04-06 15:47
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2017 წლის 6 აპრილს, პროექტის - „კორუფციასთან ბრძოლა საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდის ხელშეწყობით“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

პროექტი 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის 1 მარტამდე ხორციელდებოდა და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავდა. კერძოდ

  • სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები;
  • სახელმწიფო შესყიდვები (გამოწვევები გამარტივებული და საიდუმლო შესყიდვების მაგალითზე);
  • ინფორმაციის თავისუფლების საკითხები (მოიცავდა სტრატეგიულ სამართალწარმოებას ინფორმაციის თავისუფლების საქმეებზე, ჟურნალისტური გამოძიების მხარდაჭერას).

პროექტის განხორციელების დროს მომზადდა 10 კვლევა, 4 ბლოგი, 33 სარჩელი (ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე), 8 რეკომენდაცია/დასკვნა, 1 პოლიტკის დოკუმენტი, 181 განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე და სხვა.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხრადჭერით.

 

კვლევა "საიდუმლო შესყიდვების წესი" იხილეთ თანდართულ დოკუმენტში, ხოლო  "გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები" იხილეთ ლინკზე