სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ იურიდიული სასწავლებლის კურსდამთავრებულები გააცილა

2009-07-09 20:00
Featured image

9 ივლისს საგამოფენო ცენტრში „მუზა“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელსეწყობის ფონდმა 2008-2009 წლის სასწავლო კურსების გამოშვების ცერემონია მოაწყო

 



ცერემონიას არსამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების ხელმძღვანელი პირები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლები, საადვოკატო ფირმების წარმომადგენლები, ფონდის პედაგოგები, კურსდამთავრებულები და საქართველოში მოღვაწე ცნობილი იურისტები ესწრებოდნენ.

ცერემონიაზე რამდენიმე ათამდე დიპლომირებულ კურსდამთავრებულს სხვადასხვა პრესტიჟულმა საადვოკატო ფირმებმა და თავად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დასაქმების პერსპექტივით სტაჟირება შესთავაზეს.

2008 წელს მისაღები გამოცდების შედეგად, სასწავლებელში ჩაირიცხა 135 სტუდენტი.  სასწავლო წლის ბოლოს დარჩა სულ 103 სტუდენტი. აქედან 32-მა დიპლომი მიიღო ხოლო და 53-ს სერტიფიკატი გადაეცა.

ფონდისათვის ეს არის მეხუთე გამოშვება. თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სწავლების ცენტრი ფუნქციონირებდა  1997 წლიდან  და 2500 მსმენელს უმასპინძლა.