საიამ და CIPDD-მ ადგილობრივი თვითმმართველობების საჭიროებების განსაზღვრის მიზნით კონფერენცია ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა და წარმომადგენლებმა.
კონფერენციაზე განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გამოცდილება და პერსპექტივები. ინტერაქტიული მსჯელობის შედეგად გამოიკვეთა და განისაზღვრა ის პრობლემატური საკითხები და საჭიროებები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არსებობს.
ადგილობრივ თვითმმართველობებთან სამომავლო თანამშრომლობისათვის და მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით გამართული ღონისძიების ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს პარლამენტმა, რაც იძლევა სამომავლოდ კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შესაძლებლობას არსამთავრობო სექტორსა და სახელისუფლებლო ორგანოებს შორის.
ღონისძიება მხარდაჭერილი იყო ფონდ „პური მსოფლიოსათვის-პროტესტანტული განვითარების სამსახურის“ (BFDW) მიერ.