წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული ოფისის მეშვეობით თითქმის მთელს საქართველოში აკვირდება. წარმოგიდგენთ მისიის მიერ მომზადებულ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მე-3 შუალედური ანგარიშს, რომელიც ფარავს 25 სექტემბრიდან აგვისტოდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. დოკუმენტი ეხება როგორც პირველი, ასვე მეორე ტურის წინასარჩევნო გარემოს შეფასებას.
პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და მოქალაქეთათვის არჩევნებში ნების გამოვლენისათვის სავარაუდო ხელშეშლის ფაქტებიც. კვლავ გამოწვევად რჩება სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები, როგორც ორ ოქტომბრამდე, ასევე შემდეგაც. მათ შორისაა, სხვისი ნივთის დაზიანებისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები. საია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიონ.
მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში საიამ აღწერა პოლიტიკური პარტიებისთვის წინასაარევნო კამპანიის წარმოებაში ხელშეშლის ორი შემთხვევა.
სააანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები, რომელიც მიმართული იყო როგორც მმართველი პარტიის ისე ოპოზიციის წინააღმდეგ.
საია აგრძელებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას სანდო და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევების მიწოდების გზით.
ანგარიში მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, „ღია საზოგადოებისფონდის“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემის შინაარსზე პასუხისმგებელია საია და მასშიგამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას.