საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახალხო დამცველის აპარატს 9 აპრილს დაგეგმილი აქციების მონიტორინგის განხორციელებაში 25 მონიტორით დაეხმარება. მონიტორინგი დაახლოვებით ერთ კვირას გაგრძელდება.
მონიტორები დააკვირდებიან აქციების მიმდინარეობას და კანონის შესაძლო დარღვევის შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენებენ სახალხო დამცველს.
საიას მონიტორების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს საქართველოს სახალხო დამცველი გაახმოვანებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და თავისუფლების, შეკრებებისა და მანიფესტაციის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ხელყოფის შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს ნებისმიერ პირს ორგანიზაციის რვა ადვოკატის მეშვეობით.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად 3 აპრილს სპეციალური განცხადება გაავრცელა და ორივე მხარეს კანონის დაცვისკენ მოუწოდა (იხ. განცხადება
http://www.gyla.ge/?display=news&view=736).