ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს იურიდიული (საერთაშორისო სამართლის) ფაკულტეტის სტუდენტებს საერთაშორისო, საჯარო და კერძო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მისაღებად:
1) ფილიპ ჯესაფის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი - ვაშინგტონი, აშშ, 22-28 მარტი, 2009წ.
2) ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი - ჰააგა, ნიდერლანდები, 16-18 აპრილი, 2009წ.
3) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი (ევროკავშირის სამართალში)
4) ELSA-ს იმიტირებული სასამართლო პროცესი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალზე – ჟენევა, შვეიცარია, 19-24 მაისი, 2009წ.
5) ე. მონროს სახელობის საერთაშორისო მედია სამართლის იმიტირებული პროცესი – ოქსფორდის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო, 18-21 მარტი, 2009წ.
ყველა შეჯიბრება ტარდება ინგლისურ ენაზე და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 2-4 მონაწილისაგან შემდგარ გუნდს.
მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მობრძანდენ შეხვედრაზე რომელიც გაიმართება:
ადგილი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისი, ქ. თბილისი, კრილოვის ქ. #15.
დრო: 2008 წლის 12 ოქტომბერი, 12 სთ.
საკონტაქტო პირები: ანა ტაბიძე: 877 489848; არჩილ გიორგაძე: 877 222112