გაცნობებთ, რომ სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც წერითეტაპზე მიიღეს მინიმუმ 10 ქულა.
სისხლის სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 8 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც მიიღეს მინიმუმ 6.5 ქულა.
მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტების სია და გასაუბრების დრო იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
გასაუბრება გაიმართება დისტანციურ რეჟიმში პროგრამა Zoom-ის მეშვეობით სისხლის სამართლის მიმართულებით 26 აპრილს, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - 27 და 28 აპრილს.
კონკურსანტებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე, შეუძლიათ ისარგებლონ აპელაციის უფლებით. წერითი დავალების შეფასების გასაგებად და აპელაციის უფლებით სარგებლობისთვის უნდა მოგვწეროთ მეილზე: loladze@gyla.ge შედეგების თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში. შეფასების გაგების შემდგომ აპელაციისთვის უნდა მობრძანდეთ საიას ოფისში (მის: ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. N15), ნაშრომის გაცნობის შემდგომ კი, უნდა მოამზადოთ დასაბუთებული სააპელაციო განაცხადი.
მადლობას გიხდით კონკურსში მონაწილეობისთვის.