სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ს აჭარის ფილიალი

2012-11-23 14:33
Featured image

მისამართი: ქ. ბათუმი, გორგასლის 89
საკონსულტაციო ტელეფონი (0422)276668
ფაქსი (0422)222950
ელექტრონული ფოსტა: batumi@gyla.ge

დაფარვის ზონა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვსივე მუნიციპალიტეტი:
ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო.
 

თანამშრომლები:

ფილიალის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი: ნინო ტავლალაშვილი

ადვოკატები:

გია ქარცივაძე
მაია ქათამაძე
თინათინ გორაძე

იურისტები:

რაჟდენ ხიმშიაშვილი
მთვარისა ცივაძე

ოფის-მენეჯერი: ზურაბ თავბერიძე

ბიბლიოთეკარი: ლიკა ბაჯელიძე
 

ფილიალის გამგეობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ფილიალის წევრთა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა ყოველი წლის დეკემბრის თვეში. კრება სამი წლის ვადით ირჩევს მმართველობით ორგანოს-ფილიალის გამგეობას, ხუთი წევრის შემადგენლობით. ფილიალის გამგეობა თავისი შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით ირჩევს ფილიალის თავმჯდომარესა და მოადგილეს.
 

მოქმედი გამგეობის წევრები:
პარმენ ჯალაღონია
ნინო ტავლალაშვილი
გია ქარცივაძე
ირაკლი ანანიძე
სულხან სალაძე
 

ზოგადი ინფორმაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი დაფუძნდა 1995 წლის ოქტომბერში. ამ დროისათვის ის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელმაც შეძლო დაპირისპირებოდა აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში 90-იან წლებში ჩამოყალიბებულ რეჟიმს.

დევიზით “კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის”, ფილიალი წლების განმავლობაში ახორციელებდა დაინტერესებულ პირებზე არამარტო უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას, სასამართლოსა თუ ადმინისტრაციულ ორგანოებში მათი ინტერესების დაცვას, არამედ საიას-ს საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე, რეგიონის მასშტაბით ეწეოდა საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.

ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობის მიზნით საია-ს აჭარის ფილიალი 1997 წლიდან რეგულარულად ატარებს შეხვედრებს და ტრეინინგებს საჯარო მოხელეებისათვის. ახორციელებს არჩევნების, სახელმწიფო დაწესებულებების, სტრატეგიული მნიშვნელობის მშენებლობების ფინანსურ და სამართლებრივ მონიტორინგს, რათა დეტალურად იქნას შესწავლილი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულების კანონიერება, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის რაციონალურობა და მიზნობრიობა. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულების/ორგანოსათვის ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

2010 წლიდან ფილიალი აქტიურად ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგს. პროექტის ,,ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში", ფარგლებში შესწავლილი და გამოცემული იქნა ქ.ბათუმის მერიის ბიუჯეტით გათვალისწინებული გარეგანათების სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის ანგარიში, სადაც დეტალურად იქნა განხილული ბათუმის მერიის მიერ გარეგანათების სახელმწიფო შესყიდვების მიზნით ჩატარებული თითოეული სატენდერო შესყიდვა და ის პროცედურული დარღვევები, რომლებიც სატენდერო კომისიის მხრიდან გამოვლინდა.

იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ფილიალში 1996 წლიდან აქტიურად დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც უფროსკლასელებისათვის მოქმედებს „ საკვირაო სკოლა“. აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე სკოლებში დაიწყო პრაქტიკული სამართლის კურსის სწავლება და იმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები. 1997 წლიდან რეგულარულად მიმდინარეობს სამართლისა და სამოქალაქო განათლების საგნის მასწავლებლების პროგრამული გადამზადება. 1998 წლიდან სტუდენტები თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეჯერებას ფილიალის ბაზაზე ჩამოყალიბებული განათლების ცენტრის პროგრამებისა და დებატ-კლუბის ფარგლებში ახორციელებენ.

2012 წლიდან ამოქმედდა საია-ს აჭარის ფილიალისა და ორგანიზაცია „ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ ერთობლივი პროექტი IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეძლეს მოსახლეობის ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების ადვოკატირება და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზით ამ პრობლემების გადაწყვეტა.

ფილიალის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჟურნალ „ კოდიკოის“, რომლის პირველი ნომერი გამოიცა 1996 წელს და მას შემდეგ წლების განმავლობაში სწორედ ამ ჟურნალის მეშვეობით ხორციელდებოდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო, თუ საკანონმდებლო სიახლეების მიწოდება დაინტერესებული პირებისათვის.

ფილიალში ფუნქციონირებს იურიდიული ბიბლიოთეკა, რომელიც 1996 წლიდან დღემდე უფასოდ ემსახურება როგორც საია-ს წევრებს, ასევე იურიდიული ლიტერატურით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.