საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2019 წლის 19 მაისს საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნების მეორე ტურს მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 10-მდე დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდება.
3 მობილური ჯგუფისა და 1 ოლქის დამკვირვებლის მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას. საიას დამკვირვებლები ყურადღებას გაამახვილებენ როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე მონიტორინგს გაუწევენ საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდინარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორგანიზაციის დამკვირვებლები სტრატეგიულ სამართალწარმოებას განახორციელებენ საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.
არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია: 032 2 18 26 30
პრესკონფერენცია გაიმართება საჭიროების შემთხვევაში. ხოლო 10 ივნისს საია შეაფასებს არჩევნების დღეს 12:00 საათზე.