სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია გმობს პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას, მხარდამჭერას უცხადებს ანა დოლიძეს და უკანონოდ ფარული მიყურადების ყველა მსხვერპლს.

2021-03-23 10:13
Featured image

საია ეხმიანება ტელეკომპანია „მთავარზე“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გასულ სიუჟეტს.[1] რესპოდენტი ივანე გულაშვილი აღნიშნავს, რომ იგი იყო სახელმწიფო უსაფრთოხების თანამშრომელი  და მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ფარული მიყურადებისთვის ამონტაჟებდა სათვალთვალო მოწყობილობებს საჯარო პირების საცხოვრებელ სახლებსა თუ სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობებზე. 

საია გმობს პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას. მხარდამჭერას უცხადებს ანა დოლიძეს და უკანონოდ ფარული მიყურადების ყველა მსხვერპლს.

ამსათანავე აღვნიშნავთ, რომ საქართველოში, უახლოეს წარსულში არსებობს ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების მძიმე გამოცდილება და შედეგები, აღნიშნული კი მოითხოვს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ, მიუკერძოებელ და ეფექტიან გამოძიებას. ამგვარი ხერხებით ბრძოლის ადრესატები უმეტესწილად არიან პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ქალები,  რათა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟისა თუ გამოქვეყნების შემდეგ მოხდეს მათი პოლიტიკური თუ ჟურნალისტური საქმიანობიდან ჩამოშორება.

ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუვალია და დაუშვებელია პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევა, უკანონო ფარული ჩანაწერების გამოყენებით პირთა შანტაჟი და დევნა. აუცილებელია, რომ სახელმწიფო შესაძლო უკანონო ფარული მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით ახდენდეს მყისიერ რეაგირებას და ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენებით იცავდეს პირთა პირად ცხოვრებას.

შესაბამისად, საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაცემა“ პოსტ ფაქტუმში“ გასული ინფორმაციის ნამდვილობის და შესაბამისი რეაგირების მიზნით დროულად დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობასთან დაკავშირებით უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება.

 

 

 

 

 

 

 

 


[1] გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გასული სიუჟეტი _ „სუს-ის საიდუმლო ფაილები - ინტერვიუ პირთან, რომელიც სხვის ბინებში სათვალთვალო კამერებს აყენებდა“. ხელმისაწვდომია: 

https://mtavari.tv/news/36763-sus-saidumlo-pailebi-interviu-pirtan-romelits .