საია და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო გიგი უგულავას ღია წერილს უგზავნიან
2010-04-06 14:17
დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ქალაქის მერს ღია წერილი გაუგზავნეს.
“უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციების მიერ თბილისის მერიისგან გამოთხოვილ იქნა არაერთი საჯარო ინფორმაცია, რომელთა უმრავლესობა რეაგირების გარეშე დარჩა, ნაწილთან დაკავშირებით კი პასუხები კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევით და არასრულყოფილი სახით მივიღეთ” – მითითებულია ერთობლივ წერილში.
იხილეთ ღია წერილი და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ქ.თბილისის მერიაში გაგზავნილი წერილების ასლები: