სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ასოციაცია აცხადებს ტენდერს ქართული ტექსტების რედაქტირების მომსახურების შეძენაზე

2020-10-05 18:13
Featured image

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა (საია) ასოციაცია აცხადებს ტენდერს ქართული ტექსტების რედაქტირების  მომსახურების შეძენაზე

საია აცხადებს ტენდერს ქართული ტექსტების რედაქტირების მომსახურების შესაძენად 2020-2021 წლის პერიოდისათვის.

მომსახურების გაწევა და შესაბამისი ანაზღაურება წლის განმავლობაში შერჩეული პირებისაგან მოხდება საჭიროებების შესაბამისად. 

განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით ქვემოთ მითითებული მოთხოვნების შესაბამისად 2020 წლის 5 ოქტომბრიდან  3 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე  gyla@gyla.ge;   

გთხოვთ საგანში მიუთითოთ „ტენდერი“ , წინააღმდეგ შემთხვევაში  განაცხადი არ განიხილება.

მოთხოვნები:

- CV;

- უმაღლესი ფილოლოგიური განათლება ქართული ენის სპეციალობით

- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

-  ქართული ტექსტების რედაქტირების გამოცდილება

- სამართლებრივ ტექსტებთან მუშაობის გამოცდილება

-  მომსახურების გაწევის საფასური, რომელიც უნდა იქნას მითითებული ლარში და მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს 

 

ტენდერის ეტაპები

- განცხადებების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

 

ტენდერში მონაწილე შესრულებული ნამუშევრების  და წარმოდგენილი ფასების შესაბამისად მოხდება ტენდერში გამარჯვებული პირების შერჩევა.